კიდევ 1 წლით ინტერ მაიამიში - სუარესმა კონტრაქტი გაახანგრძლივა
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ინტერ მაიამის მომავალი სეზონიდან ხავიერ მასკერანო უხელმძღვანელებს.
ამის პარალელურად კი ლუის სუარესმა კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა. მას სურს, რომ 1 წელი თავის მეგობარს და ყოფილ თანაგუნდელს დაეხმაროს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ სუარესი და მასკერანო ერთად ბარსელონაში თამაშობდნენ და არაერთი ტიტული მოიგეს.
რაც შეეხება სუარესს, 37 წლის თავდამსხმელი დევიდ ბექჰემის გუნდს მიმდინარე წლის პირველ იანვარს შეუერთდა. ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხავიერ მასკერანომ სამწვრთნელო კარიერა 2022 წელს დაიწყო. ის ჯერ არგენტინის 20-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა, შემდეგ კი U23-ს.