ტესტ მატჩი - საქართველო სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება
სულ ცოტა ხნის წინ, სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა 2025 წლის ტესტ მატჩებისთვის 4 მოწინააღმდეგე დაასახელა.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი მოწინააღმდეგე საქართველოს ეროვნული ნაკრები იქნება.
სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 2025 წლის 19 ივლისით თარიღდება. მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები ბორჯღალოსნების გარდა იტალიას, ავსტრალიას და არგენტინას დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით უცნობია მატჩის ჩატარების ადგილი და დაწყების დრო.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში პირველად არ ჩადიან. ქართველები პირველად ქურციკებს 2021 წელს პრეტორიაში დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 40:9 დასრულდა.
The #Springboks' opponents for their six Tests in South Africa next year have been locked in ????????#ForeverGreenForeverGold
— Springboks (@Springboks) November 27, 2024