„კვარას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ...“ - იტალიელი ჟურნალისტი
Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა, ანტონიო ჯორდანომ რადიო Marte-სთან „ნაპოლიზე“ და ასევე ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელი რისკავს ისე დაასრულოს, როგორც ინსინიემ.
რა თქვა ჯორდანომ:
„ერთი წელი გმირია, მეორე წელს კი უყურებენ როგორც მოთამაშეს, რომლის გაყიდვაც სინანულის გარეშე შეიძლება. ყველას კარგად გვახსოვს კვარას შარშანდელი სეზონი. ახლა საქმე სულ სხვანაირადაა და ასევე წარმოიშვა მისთვის კონტრაქტის გაგრძელების საკითხი“.
„არის თუ არა კვარა ინსინიეზე ძლიერი. ჩვენ ვნახეთ ლორენცოს საფეხბურთო გზა - ის მოვიდა, როგორც ახალგაზრდა ტალანტი და წავიდა, როგორც ნამდვილი ვარსკვლავი. ფაქტია, რომ ის არ დააფასეს. ჩვენ მოვასწარით კვარას ფეთქებადი სტარტის ნახვა, ვიხილეთ მისი გასაოცარი თამაში, მაგრამ მეტის თქმა ახლა არ შეიძლება. შემიძლია ვივარაუდო მისი ზრდის რეზერვები, მაგრამ ზუსტად არ ვიცი“.
„თუ კვარასა და ინსინიეს დონეს შორის სხვაობაა, ეს სრულიად უმნიშვნელოა. კვარას აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი გმირი. ახდენს თუ არა გავლენას მასზე კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი? ეს აზრი მაშინებს: ის არაჩვეულებრივი ფეხბურთელია - ნუთუ შეუძლია მას ითამაშოს კარგად ან ცუდად მხოლოდ მეტი ხელფასისთვის?“
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.
13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.