ქოვენთრიში ეპატიჟებიან - ლამპარდი სამწვრთნელო კარიერის განახლებას გეგმავს
ინგლისის ჩემპიონშიფში ქოვენთრიმ ბოლო 4 მატჩი ვერ მოიგო და ამას მთავარი მწვრთნელის მარკ რობინსის გათავისუფლება მოყვა.
Telegraph Sport-ის ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტი დუგ კინგი ფრენკ ლამპარდს დაუკავშირდა და სამსახური შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. წყაროს ცნობით, კონტრაქტი სულ მალე გაფორმდება. თავად კინგი კი რობინსის გათავისუფლების გამო გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს.
რაც შეეხება ლამპარდს, 2023 წლის შემდეგ უსამსახუროდ არის და თუ Telegraph Sport-ს დავუჯერებთ, გუნდის ძიებაში იყო. ქოვენთრი კი მისთვის ახლა შესანიშნავი ვარიანტია.
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს დერბი ქაუნთიში დაიწყო, შემდეგ ჩელსის ჩაუდგა სათავეში. 2022 წელს ევერტონის დამრიგებელი გახდა, ხოლო 2023-ში კვლავ არისტოკრატებში დაინიშნა, თუმცა დროებით.
ფრენკის სამწვრთნელო კარიერა ისე არ წარიმართა, როგორც ამას გულშემატკივრები ელოდნენ. ერთადერთი გამოსარჩევი მიღწევა ქოვენთრისთან ერთად ჰქონდა. 2019 წელს, გუნდი პრემიერ ლიგაში ასასვლელ პლეი-ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც ასტონ ვილასთან დამარცხდა.