მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ახლა სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება“ - იანის მენეჯერი მერაბთან შესაძლო რემატჩზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, პიოტრ იანის მენეჯერმა, საიატ აბდრახმანოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს იანისა და მერაბ დვალიშვილის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა და მებრძოლებს შორის პირველი ჩხუბიც გაიხსენა.

რას ამბობს აბდრახმანოვი:

„რა დასკვნის გაკეთება შეიძლება პირველი ბრძოლიდან? სერიოზული ტრავმის მიუხედავად, პიოტრმა მაინც შეძლო და თავი დაიცვა დიდი რაოდენობით თეიქდაუნებისგან. მაგრამ ამავდროულად, დვალიშვილის თამაშმა და მუდმივმა ზეწოლამ მაინც დიდი პრობლემები შექმნა. მაგრამ დავინახეთ, რომ იმ ბრძოლაში დაზიანებები მერაბმაც მიიღო. ასე რომ, თუ რემატჩი შედგება, ვფიქრობ, ეს ორივე მხარისთვის სრულიად განსხვავებული ბრძოლა იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ახლა გაცილებით დინამიური და სანახაობრივი ბრძოლა იქნება, ვიდრე პირველი შეხვედრა იყო“.

„რეალურია, თუ არა ეს ბრძოლა? სინამდვილეში, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის UFC-ის კალენდარზე, დროსა და მებრძოლების მოცლილობაზე. ასე რომ, ვნახოთ. რაც მთავარია, პიოტრმა ფიგერედოს დამარცხებით სერიოზული განაცხადი გააკეთა და თავისი სახელი საჩემპიონო ბრძოლის კანდიდატთა კალათში ჩააგდო. ახლა კი ვნახოთ, რა მოხდება. პიოტრმა ყველაფერი გააკეთა, რაც მისგან საჭირო იყო და განმეორებითი მატჩის სურვილი მერაბმაც გამოთქვა“.

მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მას შემდეგ, მერაბმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგო - ჯერ ჰენრი სეხუდოსთან, შემდეგ კი შონ ომალისთან და საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.

ცოტა ხნის წინ, პიოტრ იანმა დეივესონ ფიგერედო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში გამოიწვია. რუსი მებრძოლის გამოწვევას მერაბმაც უპასუხა და რემატჩზე მზადყოფნა გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს უმარის ისე ეშინია, რომ ჩაისვარა“ - შონ ომალი
„მერაბს უმარის ისე ეშინია, რომ ჩაისვარა“ - შონ ომალი