„სოლიდური იყო“ | ვემბანიამამ მამუკელაშვილი შეაქო
„სან ანტონიო სპურსის“ ვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. „იუტასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, „ვემბის“ „მამუსა“ და ბლეიკ უესლის მიერ, თამაშზე მოხდენილ გავლენაზე ჰკითხეს და ფრანგმა ცენტრმა თანაგუნდელები შეაქო.
„მწვრთნელმა ყველაფერი გააკეთა, რათა კალათბურთელებს არ დავიწყებოდათ, რომ თამაშის სცენარის შეცვლა თითოეულ მათგანს შეუძლია. მამუ და უესლი სოლიდურად გამოიყურებოდნენ და პირადად ჩემთვის, ეს გაცილებით მეტია, რაც შეიძლება, ასეთი სათამაშო დროის მქონე კალათბურთელს მოსთხოვო. სანდრომ 12 წუთი ითამაშა, ბლეიკმა კი 22“.
შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა „იუტასთან“ მატჩი 9 ქულით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. სანდრომ 4-დან 4 ბურთი ჩააგდო, რომელთაგან 1 სამქულიანი იყო, და ორი ეფექტური ჩატენვაც შემოგვთავაზა. „სან ანტონიომ“ მეტოქე 128:115 დაამარცხა.
ცნობისთვის, ტექსასელთა ანგარიშზე 10 მოგება და 8 წაგებაა. „სპურსი“ დასავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილს იკავებს და მისი მომდევნო მეტოქე „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ გახლავთ, რომელსაც 28 ნოემბერს დაუპირისპირდება.