ჩემპიონთა ლიგის მატჩზე უეფას დელეგატის სტატუსით ირაკლი ნაკაიძე იმუშავებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ირაკლი ნაკაიძე უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმუშავებს.
მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირის ლიგის ფაზის მატჩი ზაგრების „დინამოსა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის ხორვატიის დედაქალაქში, 27 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია მუშაობს უეფას დელეგატად ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ გამართულ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე.
წყარო: gff.ge