„უფლება აქვს ის გააკეთოს, რასაც მოისურვებს“ - ყოფილი მებრძოლი მერაბზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და დიდების დარბაზის წევრმა, ჩეილ სონენმა სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ „მანქანას“ უფლება აქვს ის მოწინააღმდეგე აირჩიოს, რომელსაც თავად მოისურვებს, თუმცა, დიდი ალბათობით, UFC ამის უფლებას მაინც არ მისცემს.
რას ამბობს სონენი:
„იმის მიუხედავად, რომ უმარ ნურმაგომედოვი დიდების დარბაზის წევრის, ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია, ვფიქრობ, მერაბისთვის მასთან ბრძოლა სამართლიანი არ იქნება. მგონია, რომ ეს ნაწილობრივ UFC-საც ესმის და სწორედ ამიტომ მისცა მას სონგ იადონგთან ჩხუბის შესაძლებლობა“.
„რაც შეეხება მერაბის მომდევნო მეტოქეს, მისთვის სამართლიანი იქნება, რომ გააკეთოს ის, რის გაკეთებასაც მოისურვებს. შეუძლია ყველაზე მარტივი მეტოქის წინააღმდეგ ყველაზე მაღალი ხელფასი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის საუკეთესო დეივისონ ფიგერედოსთან ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრაზილიელს პიოტრ იანმა მოუგო, ახლა მის კანდიდატურა უფრო განიხილება. ორგანიზაციას შეუძლია ორი ხმაურიანი აფიშის გაკეთება - მერაბი იანის წინააღმდეგ და ფიგერედო ომალის წინააღმდეგ. ამ ბრძოლებს ბევრი მაყურებელი ეყოლება“.
მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს ჯერ კიდევ გასული წლის მარტში შეხვდნენ და მაშინ, ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მას შემდეგ, მერაბმა კიდევ ორი ბრძოლა მოიგო - ჯერ ჰენრი სეხუდოსთან, შემდეგ კი შონ ომალისთან და საჩემპიონო ქამარსაც დაეუფლა.
ცოტა ხნის წინ, პიოტრ იანმა დეივესონ ფიგერედო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ბრძოლაში გამოიწვია. რუსი მებრძოლის გამოწვევას მერაბმაც უპასუხა და რემატჩზე მზადყოფნა გამოთქვა.