თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

ქეცბაია თუ კამორანეზი? | ვინ ჩაიბარებს ანორთოსისს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“, სადაც თემურ ქეცბაიას როგორც ფეხბურთელს და მთავარ მწვრთნელს, ძალიან კარგად იცნობენ, ახალ თავკაცს ეძებს.

„ანორთოსისმა“ ბოლო 5 მატჩში 3 მარცხი იწვნია, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იანის ოკასი გაათავისუფლა. ამ დროისთვის გუნდი 11 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, ოკასის სავარაუდო შემცვლელად განიხილებოდა თემურ ქეცბაიას კანდიდატურაც, თუმცა, დიდი ალბათობით, კვიპროსული კლუბი საბოლოოდ არჩევანს მსოფლიო ჩემპიონის, მაურო კამორანეზის სასარგებლოდ გააკეთებს, რომელმაც ერთი თვის წინ „კარმიოტისა“ ჩაიბარა, თუმცა ორი მატჩის შემდეგ პირადი მიზეზების გამო გადადგა.

არსებული ინფორმაციით, „ანორთოსისი“ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს კამორანეზისთან და ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ სიცხადეს ძალიან მალე უნდა ველოდოთ.

ცნობისთვის, ქეცბაია „ანორთოსისში“ 1992–1994 და 2002-2007 წლებში თამაშობდა (2004-2007 წლებში მოთამაშე მწვრთნელიც იყო), ხოლო 2007-2009 წლებში მხოლოდ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2019 წელს ის „ანორთოსისში“ დაბრუნდა და 2022 წლამდე იმუშავა, რის შემდეგაც კვიპროსის ნაკრები ჩაიბარა, საიდანაც მიმდინარე წლის სექტემბერში წავიდა და მას შემდეგ უგუნდოდაა.

რაც შეეხება 47 წლის კამორანეზის, მას უმუშავია მექსიკურ და სლოვენიურ კლუბებში, თუმცა სრული სეზონი მხოლოდ მალტურ „ფლორიანაში“ ჰქონდა, სადაც კამორანეზიმ თავის გუნდს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოაგებინა და კონფერენს ლიგის საგზური მოუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქეცბაიას შემცვლელი იპოვეს - მწვრთნელი ჩემპიონატის მე-11 კლუბიდან
ქეცბაიას შემცვლელი იპოვეს - მწვრთნელი ჩემპიონატის მე-11 კლუბიდან