„ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს“ | რა თქვა ფედელემ კვარაცხელიაზე
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ენრიკო ფედელემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნეაპოლელმა კომენტატორმა „რომასთან“ მატჩში, „კვარას“ რეაქციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ქართველი გარემარბი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს.
„რომასთან შეცვლის გამო გაღიზიანებული ჩანდა? აბა, რას ელოდა? ხვიჩა ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ერთ მეტოქეს სცდება, შემდეგ კი სიჯიუტეს იჩენს და ყოვნდება, რაც ზედმეტია და არ უნდა გააკეთოს. რა აზრის ვარ მის მომენტზე? თავურები მისი ძლიერი მხარე არაა.
როცა კვარაცხელია იტალიაში ჩამოვიდა, უცნობი ფეხბურთელი იყო. ახლა მეტოქე გუნდების მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა მისი მოძრაობები შეისწავლეს. იციან, რომ ყოველთვის ერთი ფლანგიდან ყოველთვის საწინააღმდეგო მხარეს უნდა შეჭრა და ამას ელოდებიან. სწორედ ამიტომ, პირველი დრიბლინგის შემდეგ, პასი უნდა გააკეთოს ან დაარტყას“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „რომა“ 1:0 დაამარცხა, „კვარა“ კი 67-ე წუთზე გაიყვანეს. 13 ტურის შემდეგ, „პარტენოპეის“ 29 ქულა აქვს და სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.