ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

შეთანხმება ამის გამო ვერ ხერხდება - იტალიური მედია კვარას კონტრაქტზე

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ წერს და მოლაპარაკებების გაჭიანურების მიზეზს ასახელებს. გავლენიანი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების პროცესში ერთადერთი პრობლემა ქართველი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი გამოსასყიდი პუნქტია, რომელიც 80 მილიონ ევროს შეადგენს.

რა წერია Gazzetta-ს სტატიაში:

თავის დროზე, როდესაც კვარაცხელია ნეაპოლში ჩავიდა, მისი ხელფასი 1.3 მილიონი ევრო იყო, ახლა კი ეს ციფრი 1.8 მილიონ ევრომდეა გაზრდილი. სწორედ ამან აიძულა მხარეებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვენ და კონტრაქტის გაუმჯობესებაზე საუბარი დაეწყოთ. აურელიო დე ლაურენტისმა მოლაპარაკებები კლუბის სპორტულ დირექტორს, ჯოვანი მანას ანდო. „ნაპოლის“ შეთავაზება წელიწადში 6 მილიონი ევრო და კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებაა, საპირისპირო მოთხოვნა კი 8 მილიონი ევროს ანაზღაურებაა. მაგრამ, პრობლემა ეს გარემოება არ არის. კვარაცხელიას აგენტები ითხოვენ, რომ გამოსასყიდ პუნქტად 80 მილიონი ევრო ჩაიწეროს, დე ლაურეტისი კი ამას არაადეკვატურად მიიჩევს. მისი სურვილია, რომ გამოსასყიდ თანხად მინიმუმ 100 მილიონი ევრო გაიწეროს. სწორედ ამის გამო გაგრძელდა ამდენ ხანს მოლაპარაკებები.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sportmediaset: მანჩესტერი კვარას წელიწადში 9 მილიონს სთავაზობს
Sportmediaset: მანჩესტერი კვარას წელიწადში 9 მილიონს სთავაზობს