დევინ ბუკერი, კევინ დურანტი, ბრედლი ბილი
Aa
Aa

დურანტი და ბილი დაბრუნდნენ | ფინიქსმა ლეიკერსს შანსი არ დაუტოვა

„ფინიქს სანსმა“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ დაამარცხა - 127:100. არიზონელებს ბრედლი ბილი და კევინ დურანტი დაუბრუნდნენ და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

დურანტმა პარკეტზე თითქმის 30 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 23 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა იყო. ბილმა 27 წუთში 23 ქულა ჩააგდო, „ფინიქსის“ რიგებში საუკეთესო კი დევინ ბუკერი გახლდათ - 26 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა.

„ლეიკერსის“ მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა ენტონი დევისმა გაიფორმა და აქტივში 15 მოხსნა, 4 დაფარება და 5 ასისტიც ჩაიწერა. ლებრონ ჯეიმსს 18 ქულა, 10 ასისტი და 8 მოხსნა ჰქონდა, ხოლო დიანჯელო რასელი 16 ქულითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

ცნობისთვის, დურანტს ტრავმის გამო 7 მატჩი გაუცდა, ბილს - 5. „ფინიქსს“ 10 მოგება და 7 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 გახლავთ. „ლეიკერსის“ ანგარიშზე მოგება-წაგების იგივე ბალანსია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე ფორმაშია | ჩაკვეტაძის საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება
ბრწყინვალე ფორმაშია | ჩაკვეტაძის საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება