პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„არ ვიცი, ეს ფსიქოლოგიური პრობლემებია, თუ რამე სხვა“ - პეპი ფეიენოორდთან ფრის შემდეგ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე „ფეიენოორდთან“ მატჩი შეაფასა და გუნდის წარუმატებელ პერიოდზე ისაუბრა.

ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში, პეპის გუნდი „ფეიენოორდს“ 3:0 ამარცხებდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

რა თქვა პეპმა მატჩის შემდეგ:

„3:0-მდე კარგად ვთამაშობდით, მაგრამ შემდეგ ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო სამი გოლი მივიღეთ, არათანმიმდევრულად ვთამაშობდით. პირველი გოლის გატანის შესაძლებლობა ჩვენ მივეცით, ამას მეორე გოლიც მოჰყვა და საბოლოოდ, ეს შედეგი მივიღეთ. რთული მატჩი გამოვიდა“.

„ბოლო პერიოდში, ბურთს ხშირად ვკარგავთ და თავს კარგად ვერ ვიცავთ... რა თქმა უნდა, გამარჯვება გვჭირდებოდა და თავიდან, ამ უპირატესობამ თავდაჯერება მოგვცა. კარგ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ პრობლემები მაშინვე დაიწყო, როგორც კი ერთი შეცდომა დავუშვით და ამას გოლი მოჰყვა“.

„არ ვიცი, გვაქვს თუ არა საქმე ფსიქოლოგიურ პრობლემებთან. პირველი გოლის გატანის უფლება არ უნდა მიგვეცა, არც მეორის... სწორედ ამას მოჰყვა ყველაფერი... მოგება ძალიან გვინდოდა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, რადგან წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის“.

„სიმართლე ისაა, რომ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ვერ ვიგებთ. ესაა, რაც არის. ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ შეცდომებმა საბოლოო შედეგი გადაწონა“.

საგულისხმოა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ 6 მატჩია ვერ იგებს - 5 წაგება და 1 ფრე. პეპ გუარდიოლას გუნდს მომდევნო შეხვედრა სტუმრად „ლივერპულთან“ ელის. მატჩი 1 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები