პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

სახე დაიკაწრა | გუარდიოლა ფეიენოორდთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში, პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ „ფეიენოორდს“ დაუპირისპირდა. „ქალაქელები“ მასპინძლის რანგში იყვნენ და 75-ე წუთისთვის, 3:0-საც იგებდნენ, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

მატჩის შემდეგ, გუარდიოლა ჟურნალისტებს ესაუბრა და მისი ფოტო სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. პეპს შუბლსა და ცხვირზე ნაკაწრები ეტყობოდა და როგორც განაცხადა, დაზიანება საკუთარ თავს თავად მიაყენა.

„ეს ნაკაწრები ჩემი ფრჩხილების ბრალია. მატჩისას, ფრჩხილებით კანი გავიჭერი. მინდოდა, საკუთარი თავისთვის ტკივილი მიმეყენებინა. სიტი თამაშებს ვეღარ იგებს. წლების განმავლობაში, ვპოულობდით გზას, რომ გაგვემარჯვებინა, მაგრამ ახლა საერთოდ სხვა სიტუაციაა და არაფერი ხდება. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელებისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მათ ყველაფერი კარგად იციან. რთული სეზონი გვაქვს და საჭიროა, ენფილდზე ჩასვლამდე, მოთამაშეთა განწყობა ავამაღლო, რაც ჩემი მოვალეობაა“.

ცნობისთვის, „სიტი“ პირველი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრის 75-ე წუთზე 3:0-ს იგებდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა. გარდა ამისა, გუარდიოლას კარიერაში პირველად მოხდა, როცა მის გუნდს 3-ბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ თამაში ვერ მოიგო. პეპს 941-მატჩიანი სერია ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრწყინვალე ფორმაშია | ჩაკვეტაძის საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება
ბრწყინვალე ფორმაშია | ჩაკვეტაძის საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება