ლივერპული, კარლო ანჩელოტი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“არავის რჩევა არ მჭირდება“ - ანჩელოტი ლივერპულთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი განახევრებული შემადგენლობით ენფილდზე ლივერპულს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ბლანკოსის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ანჩელოტი:

„ერთმანეთს ორი ისტორიული გუნდი უპირისპირდება. თითოეულს თავისი მახასიათებლები აქვს. ჩვენ უნდა ვნახოთ, ვის აქვს ხასიათი და ეს მოედანზე გადმოვიტანოთ. ვინისიუსმა ტრავმა მატჩის მიწურულს მიიღო. ის მალე გამოჯანმრთელდება და ახლა უნდა ვიფიქრო იმ ფეხბურთელზე, ვინც მას შეცვლის.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ბევრი რჩევა მესმის, მაგრამ ვფიქრობ, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ მე კარიერაში 1300-ზე მეტი მატჩი ჩავატარე, 1300-ზე მეტი შემადგენლობა შევარჩიე და 4000 ცვლილება გავაკეთე. ასე რომ, არა მგონია , აქ ვინმეს რჩევა მჭირდებოდეს. ახალი ფორმატი? ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვითმინოთ და მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე.

ტრავმების მიზეზი? ძალიან ბევრი თამაში. ვინი საოცარ ფორმაში იყო და ახლა ის აღარ გვყავს. ყოველი გამარჯვება მეტ თავდაჯერებულობას გაძლევს. ლივერპული ძალიან კარგ ფორმაშია, მაგრამ ჩვენ დავბრუნდით და ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ. სეზონი დასრულებამდე ჯერ დიდი დროა დარჩენილი. ასენსიო? მე მასში მომწიფებულ ფეხბურთელს ვხედავ. ის არ ნერვიულობს და საოცრად კონცენტრირებულია."

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში დანი კარვახალი, ორელიან ჩუამენი, როდრიგო გოეში, ლუკას ვასკესი, ედერ მილიტაო და ვინისიუს ჟუნიორი არ იქნებიან.

აღნიშნული დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
“კარგი ტესტი გველოდება“ - ბელინგემი ლივერპულთან მატჩის წინ
“კარგი ტესტი გველოდება“ - ბელინგემი ლივერპულთან მატჩის წინ