ბრწყინვალე ფორმაშია | ჩაკვეტაძის საგოლე პასი და უოტფორდის გამარჯვება
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-17 ტურში „უოტფორდმა’’ შინ „ბრისტოლ სიტის’’ 1:0 მოუგო. 17 ტურში ტომ ქლევერლის გუნდმა 29 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა, შემდეგ ტურში ქპრ-ს მიიღებს (30 ნოემბერი).
ანგარიში მეორე ტაიმში გაიხსნა, 53-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასით რაიან ენდრიუსმა გაიტანა. 88-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოში შეჭრას ცდილობდა, როცა მეტოქის ფეხბურთელმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. ტომ ქლევერლიმ 25 წლის კრეატიული ნახევარმცველი შეუცვლელად ათამაშა, კვლავ არ შეუცვლია. გარდა იმისა, რომ საუკეთესო თვისებებს ავლენს, შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია.
ჩაკვეტაძის საუკეთესო მომენტები
გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 17-ვე ტურში სასტარტოში ითამაშა (ტომ ქლევერლიმ ექვს შეხვედრაში შეცვალა და მხოლოდ სამ მატჩში ათამაშა 80 წუთზე ნაკლები), მის აქტივში 1 გოლი და 4 საგოლე პასია, თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა, თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ.