გურამ კაშია
Aa
Aa

დასანანი მარცხი მილანთან | კაშია სლოვანში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავას „სლოვანი’’ შინ „მილანითან’’ 2:3 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირველი ტაიმი ფრედ დაასრულა, თუმცა მეორე ტაიმში „მილანმა’’ 2 გოლი შეაგდო და უპირატესობა გაზარდა, მატჩის მიწურულს გატანილი 1 გოლი მარცხის გადარჩენისთვის საკმარისი არ ყოფილა.

ანგარიში 21-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა გახსნა, 23-ე წუთზე ტიგრან ბარსეგიანმა წონასწორობა აღადგინა. 68-ე წუთზე ფოფანას საგოლე პასით რაფაელ ლეაუმ გაიტანა. 71-ე წუთზე „სლოვანის’’ ფეხბურთელის ცუდი პასის შემდეგ ტამი აბრაჰამმა მილანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. 88-ე წუთზე ნინო მარსელიმ მარცხენა ფეხით მენიოს ულამაზესი გოლი გაუტანა.

ტრადიციულად, 37 წლის გურამ კაშია „სლოვანის’’ სასტარტოში იყო, შეუცვლელად ითამაშა. მისი თამაშიდან რამდენიმე მომენტია გამოსარჩევი. 22-ე წუთზე ტამი აბრაჰამას ბურთი შესანიშნავად აართვა. ასევე, კრისტიან პულიშიჩის წინააღმდეგ დამაჯერებლად მოქმედებდა. მოკლედ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გაშვებულ გოლებში მისი ბრალეულობა არაა.

გურამ კაშიას საუკეთესო მომენტები

 

„სლოვანმა’’ ჩემპიონთა ლიგაზე ხუთივე მატჩი დათმო, მე-6 ტურში „ცრვენა ზვეზდას'' მიიღებს.

მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 14-დან 11 მატჩში ითამაშა, 8 შეხვედრაში სასტარტოში იყო, სამჯერ ცვლილებაზე გამოვიდა, მის აქტივში 1 გოლია. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ყველა მატჩი სასტარტყოდან დაიწყო, 5-დან მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეცვალეს (ზაგრების „დინამოსთან’’ 79-ე წუთზე). ასევე გეტყვით რომ კაშია „ჟირონასთან’’ გუნდის კაპიტანი მთელი მატჩის განმავლობაში იყო, დღეს კი გუნდს 76-ე წუთიდან უკაპიტნა, როცა ვლადიმირ ვაისმა პირველი კაპიტანი იურაი კუჩკა შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მეტონიძის გამარჯვების გოლი - ქალთა ნაკრებმა ბოსნია სენსაციურად დაამარცხა (U19)
მეტონიძის გამარჯვების გოლი - ქალთა ნაკრებმა ბოსნია სენსაციურად დაამარცხა (U19)