ლივერპული, ჯუდ ბელინგემი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“კარგი ტესტი გველოდება“ - ბელინგემი ლივერპულთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი განახევრებული შემადგენლობით ენფილდზე ლივერპულს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, მადრიდელთა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ბელინგემი:

„ლივერპული პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ლიდერია. ჩვენ კარგ გუნდს ვუპირისპირდებით და შესანიშნავი ტესტი იქნება. ჩვენს გასახდელში კოლოსალური თავდაჯერებულობაა. ამაში ეჭვი არ მეპარება. გაკეთებულმა ტრანსფერებმა ჩემი პოზიციის ცვლილება გამოიწვია, მაგრამ დავამტკიცე, რომ ყველგან შემიძლია თამაში.

ანჩელოტის ყოველდღე ვესაუბრები და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბევრი გოლი ვეღარ გამაქვს, მაგრამ გუნდისთვის სასარგებლო ვარ. ვინისიუსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუ საუკეთესო არა. მისი დაკარგვა ძალიან დიდი დანაკლისია, მაგრამ მთლიან გუნდს ჩანაცვლება შეუძლია.

ლივერპულში ტრანსფერი? ისე ახლოს არ ვიყავი, როგორც ამას ამბობდნენ. რა თქმა უნდა, საუბარი მიმდინარეობდა, მაგრამ მადრიდის რეალი სულ სხვა დონეა. კრიტიკა თამაშის ნაილია და ეს მოტივაციას მმატებს. კარიერის საწყის ეტაპზე მითხრეს, რომ მზად არ ვიყავი. ახლა ყველაფერი სახეზეა.“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტის განკარგულებაში დანი კარვახალი, ორელიან ჩუამენი, როდრიგო გოეში, ლუკას ვასკესი, ედერ მილიტაო და ვინისიუს ჟუნიორი არ იქნებიან.

აღნიშნული დაპირისპირება 27 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოგბა ისევ იუნაიტედში? - მიზეზი ამორიმია
პოგბა ისევ იუნაიტედში? - მიზეზი ამორიმია