მანჩესტერ იუნაიტედი, პოლ პოგბა, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

პოგბა ისევ იუნაიტედში? - მიზეზი ამორიმია

როგორც მოგეხსენებათ, პოლ პოგბა დოპინგზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიცირებულია და ფეხბურთს ვერ თამაშობს.

ვრცელდებოდა ჭორები, რომ პოლი რუსეთის სამოყვარულო ლიგაში ითამაშებდა, მაგრამ ჯერჯერობით ამ საკითხზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.

დღეს კი ბრიტანული მედია მეტად საინტერესო ამბავს აჟღერებს. ვიგებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა დისკვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბაქარი სანიამ მეგა დაისთან ისაუბრა და განაცხადა, რომ რუბენ ამორიმი პოლის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. მას პოგბა ძალიან უყვარს და არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობა შედგეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი 2011/2012 და 2016/2022 წლებში თამაშობდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ  პოგბამ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში 4-წლიანი დისკვალიფიკაცია გაასაჩივრა. სასამართლომ პოგბას მხრიდან ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტი დაადგინა, თუმცა დისკვალიფიკაციის ვადა 18 თვემდე შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ნახევარმცველი მოედანზე დაბრუნებას უკვე 2025 წლის მარტში შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფორმულა ნაპოვნია | როგორ აპირებს ბარსა გიოკერეშის შეძენას
ფორმულა ნაპოვნია | როგორ აპირებს ბარსა გიოკერეშის შეძენას