მეტონიძის გამარჯვების გოლი - ქალთა ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა (U19)
ქალთა შორის UEFA-ს 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ბოსნია და ჰერცეგოვინას კესო მეტონიძის გოლით სძლია. აღსანიშნავია, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ჯგუფური ეტაპის მასპინძელია.
16 წლის შემტევმა ნახევარმცველმა, რომელიც „რაჭას’’ ფეხბურთელია, მესამე წუთზე გარე ტერფით ბურთი ლამაზად მოჭრა, მცველებს და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო, ამ გოლით ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი 3 ქულით დაიწყო.
მეორე ტურში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უელსს შეხვდება (29 ნოემბერი, 16:00), მესამე ტურში - ლიეტუვას (2 დეკემბერი, 16:00).
A ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად საუკეთესო მეორეადგილოსანი აღზევდება.
ფოტო: Nakrebi.ge