ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Sportmediaset: მანჩესტერი კვარას წელიწადში 9 მილიონს სთავაზობს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალი თავკაცის, რუბენ ამორიმის პრიორიტეტული სქემისთვის (3-4-3) მარცხენა შემტევს ეძებს და ამ პოზიციაზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელიაა. ამის შესახებ იტალიური გამოცემა Sportmediaset-ი წერს.

მისი ინფორმაციით, „იუნაიტედი“ მზადაა, კვარას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, ხელფასის სახით კი წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს, 1 მილიონი ევრო კი ადვილად შესრულებადი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. გამოცემა წერს, რომ შეთავაზება თითქმის იდენტურია იმისა, რომელიც ზაფხულში კვარას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა „პარი სენ-ჟერმენისგან“ მიიღო.

„ნაპოლის“ ქართველ გარემარბთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობს. დე ლაურენტისი 6 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს, კვარა კი წელიწადში 8 მილიონს ითხოვს.

„თუ მოლაპარაკებებში პროგრესი არ იქნება, ზაფხულში „ნაპოლი“ არჩევანის წინაშე დადგება: გაყიდოს კვარა დაახლოებით 100 მილიონად, ან კვარას სანაცვლოდ შედარებით მცირე თანხა და სხვა ფეხბურთელი მიიღოს“ - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კლუბია. ზაფხულში „წითელმა ეშმაკებმა“ იოროს, დე ლიხტის, უგარტეს, ზირკზესა და მაზრაუის სანაცვლოდ 214 მილიონი ევრო გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი ერთ პუნქტზეა დამოკიდებული“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე
„ყველაფერი ერთ პუნქტზეა დამოკიდებული“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე