რობერტ ლევანდოვსკი, ვიქტორ გიოკერეში
Aa
Aa

ფორმულა ნაპოვნია | როგორ აპირებს ბარსა გიოკერეშის შეძენას

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა რობერტ ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად ლისაბონის „სპორტინგის“ თავდამსხმელს, ვიქტორ გიოკერეშს მოიაზრებს. ამის შესახებ კატალონიური გამოცემა Sport-ი წერს.

ლევანდოვსკის კონტრაქტი 2025 წელს იწურება, თუმცა მხარეებს შეთანხმების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლიათ. ამ დროისთვის „ბარსელონა“ ლევანდოვსკის კიდევ ერთი წლით შენარჩუნების წინააღმდეგი არაა - პოლონელი ფორვარდი ლალიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს და მატჩების 55%-ში მიიღო მონაწილეობა, რაც კონტრაქტის გახანგრძლივების ერთ-ერთი წინაპირობაა.

ცნობილია, რომ „ბარსელონა“ რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია, ამიტომ კატალონიურ კლუბს ძვირადღირებული ტრანსფერის განსახორციელებლად სერიოზული ძალისხმევის გაწევა დასჭირდება. კატალონიურ კლუბში უკვე შეთანხმდნენ ფორმულაზე, რომლითაც გიოკერეშის გადაბირებას შეეცდებიან.

შვედი ფორვარდის გამოსასყიდი 100 მილიონი ევროა, თუმცა „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ამ თანხის შემცირებას შეძლებს. ამისათვის „ბარსას“ სურს, გიოკერეში 70 მილიონად შეიძინოს და კიდევ ერთი წლით იჯარით „სპორტინგში“ დატოვოს. მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება მისცემს ლევანდოვსკის საშუალებას, 2027 წლამდე „ბლაუგრანას“ თავდასხმის ლიდერი იყოს, „სპორტინგი“ კი გიოკერეშს კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნებს.

გიოკერეშის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში გამართულ 19 მატჩში 24 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. „ბარსელონას“ გარდა, მისი შეძენით დაინტერესებულები არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“, „ბაიერნი“ და ლონდონის „არსენალი“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაიერნი კეინის პოტენციურ შემცვლელს ეძებს - ცნობილია 4 კანდიდატი
ბაიერნი კეინის პოტენციურ შემცვლელს ეძებს - ცნობილია 4 კანდიდატი