ხვიჩა კვარაცხელია, ჯუზეპე ბერგომი
Aa
Aa

„რომასთან მოლოდინი ვერ გაამართლა“ - მსოფლიო ჩემპიონი კვარაზე

1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ჯუზეპე ბერგომი „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩს გამოეხმაურა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის „პარტენოპეის“ ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე ისაუბრა.

რა თქვა ბერგომიმ:

„კონტე ყოველთვის თამამად იღებს არაპოპულარული გადაწყვეტილებებს, თუ ეს საჭიროა იმისათვის, რომ გუნდმა შედეგს მიაღწიოს. ასე მოხდა კვარაცხელიას შეცვლის შემთხვევაშიც. ქართველმა ამ მატჩში მასთან დაკავშირებით არსებული მოლოდინი ვერ გაამართლა. ის რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტში შეცდა, რამაც, ჩემი აზრით, მისი შეცვლა დააჩქარა.

ამ სეზონის სხვა მატჩებში ჩვენ არაერთხელ ვნახეთ კვარას ტექნიკური და ტაქტიკური უნარები, თუმცა „რომასთან“ მატჩში მისი ეფექტური თამაში ვერ ვიხილეთ. „ნაპოლიში“ კვარას მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ის ადაპტირებას, გაუმჯობესებას და ახალ გამოწვევებთან გამკლავებას“.

„ნაპოლი“ და „რომა“ ერთმანეთს 24 ნოემბერს დაუპირისპირდნენ და მატჩი „პარტენოპეის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 67-წუთზე გაიყვანა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.

ცნობისთვის, ჯუზეპე ბერგომიმ მთელი კარიერა „ინტერში“ გაატარა, რომლის მაისურიც 754-ჯერ მოირგო. 1982 წელს ბერგომიმ იტალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალი მოიგო, 1990 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძირითადში ნერეშს უნდა დაეწყო“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარას აკრიტიკებს
„ძირითადში ნერეშს უნდა დაეწყო“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარას აკრიტიკებს