„მერაბს უმარის ისე ეშინია, რომ ჩაისვარა“ - შონ ომალი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ საკუთარ YouTube-არხზე ყოფილ მეტოქეზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ომალის თქმით, მერაბს რუს უმარ ნურმაგომედოვთან ჩხუბის ეშინია და ამიტომ მზადაა, ისევ პიოტრ იანს ეჩხუბოს.
შონ ომალი:
„უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი იანვარში სურს, პიოტრ იანს - მარტში. მე მინდა, მერაბს აპრილში ვეჩხუბო. მერაბი ძალიან შეშინებულია, მას უმართან ჩხუბი არ სურს. ახლა მერაბს უნდა, რომ პიოტრს ეჩხუბოს, ან ისევ მე მეჩხუბოს. უმარის ისე ეშინია, რომ ჩაისვარა“.
შეგახსენებთ, რომ 23 ნოემბერს პიოტრ იანმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დეივისონ ფიგერედო დაამარცხა და ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ წონის ჩემპიონთან, მერაბ დვალიშვილთან რემატჩი სურს.
ამის შემდეგ მერაბმა იანს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ მზადაა, მას 2025 წლის 8 მარტს, UFC313-ზე ეჩხუბოს.
View this post on Instagram
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის ჩხუბი 2023 წლის მარტში გაიმართა. მაშინ ქართველმა მებრძოლმა რუსი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. აქვე გეტყვით, რომ უმარ ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი მებრძოლია. მან MMA-ში გამართული 18-ვე ბრძოლა მოიგო.