გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის შედეგიანი მატჩი - ორლანდომ შარლოტს მოუგო

NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „შარლოტ ჰორნეტსს“ დაუპირისპირდა და 11 ქულის სხვაობით, 95:84 გაიმარჯვა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სტუმართა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 6 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ბითაძემ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 1-1 ბლოკი და ჩაჭრა იყო, ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა.

„მეჯიქიდან“ საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 21 ქულას, 1 მოხსნასა და 7 ასისტს მოუყარა თავი, „ჰორნეტსიდან“ კი ლამელო ბალი გამოირჩა - 44 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი.

19 სათამაშო დღის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 12 მოგებითა და 7 მარცხით მესამე პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 28 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულზის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები