„ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა“ - ვეტერანი ინგლისელი ჩაკვეზე
ვეტერანმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, სემ პარკინმა ბრიტანული მედიის ეთერში „უოტფორდის“ შესახებ ისაუბრა და „კრაზანებიდან“ გიორგი ჩაკვეტაძე გამოარჩია. ვეტერანი ფეხბურთელი ამბობს, რომ „ჩაკვეს“ თავისი გუნდის თამაშში მთავარი როლი მიუძღვის.
რა თქვა პარკინმა:
„უოტფორდში“ ძალიან მომწონს შეტევითი სამეულის ბალანსი. ჩაკვეტაძე, ბაა და ბაიო ერთმანეთს კარგად უგებენ და გუნდის შეტევით ტემპს ქმნიან. ვამჩნევ, რომ როდესაც „უოტფორდს“ ბურთი არ აქვს, ჩაკვეტაძე შედარებით სიღრმიდან თამაშობს, შემდეგ კი შეტევაში სწრაფად გადადის. მის უნარებს და ბაას ტემპს ჩემპიონშიფში ნებისმიერი გუნდისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ის თავის სხეულს ბრწყინვალედ იყენებს და ნახევარდაცვასა და შეტევას ერთმანეთთან ფანტასტიკურად აკავშირებს“.
16 ტურის შემდეგ, „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-7 ადგილზეა, გიორგი ჩაკვეტაძეს კი მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. ტომ კლევერლის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ბრისტოლ სიტის“ მიიღებს.