საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

ემპოლის ფრე უდინეზესთან - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

ქართველი მცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. საბას დამაჯერებელი თამაში ჰქონდა და გაშვებულ გოლში ბრალეულობა არ მიუძღვის.

ანგარიში 23-ე წუთზე „ემპოლიმ“ პელეგრის გოლით გახსნა, 76-ე წუთზე კი წონასწორობა დევისმა აღადგინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

რაც შეეხება გოგლიჩიძის თამაშს, ქართველი მცველი ბურთს 48-ჯერ შეეხო, 32-დან 22 პასი ზუსტად შეასრულა (69%), 5-ჯერ განმუხტა სახიფათო სიტუაცია, ჰქონდა 3 ართმევა და 1 ვარდნა. 5 პოზიციური დუელიდან 3 მოიგო და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. გავლენიანი სტატისტუკური პორტალის - Sofascore-ს ვერსიით, 6.6-ქულიანი შეფასება მიიღო.

13 ტურის შემდეგ, „ემპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 ნოემბერს, სტუმრად „მილანთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები