გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ღირსეული ჟესტი - მიქაუტაძემ ლიონის ფანები აღაფრთოვანა

საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ფრანგული მედიის ყურადღების ცენტრში ერთი სასიამოვნო ჟესტით მოექცა.

23 ნოემბერს, მისი გუნდი სტუმრად „რეიმსს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა. გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 79-ე წუთიდან გამოჩნდა და დაახლოებით 15 წუთი ითამაშა, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ქართველმა შემტევმა გოლის გატანა ვერ შეძლო, მისმა საქციელმა ფრანგული მედიის ქება მაინც დაიმსახურა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში „ლიონის“ პატარა გულშემატკივრის ფოტოები გავრცელდა, რომელშიც გოგონა მიქაუტაძეს მაისურს სთხოვდა, მაგრამ ქართველი ფეხბურთელი გასახდელში ისე შევიდა, რომ გოგონა ვერ შეამჩნია. თუმცა, ჟორჟს პატარა გულშემატკივარი შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენია. მოგვიანებით, მიქაუტაძემ გოგონას ფოტო თავის სოციალურ ქსელში გააზიარა, ის „ლიონის“ მომდევნო მატჩზე დაპატიჟა და ხელმოწერილ მაისურსაც დაჰპირდა.

ქართველი შემტევის ამ ჟესტმა ფრანგულ მედიაში დიდი მოწონება დაიმსახურა და გავლენიანმა სააგენტოებმა პირველ რიგში ჟორჟის ადამიანურ თვისებებს გაუსვეს ხაზი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები