„სიგიჟეა, რომ სატიტულო ბრძოლა ამ დრომდე არ მიიღო“ - დემეტრიუს ჯონსონი უმარზე
UFC-ის უმსუბუქესი წონის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა ქვემსუბუქი წონის მომდევნო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქამრისთვის ჩხუბს ყველაზე მეტად უმარ ნურმაგომედოვი იმსაუხრებს.
რას ამბობს ჯონსონი:
„როგორც ჩანს, ახლა უმარი სონგ იადონგს შეებრძოლება, მაგრამ მგონია, რომ ნურმაგომედოვმა საჩემპიონო ბრძოლა უნდა მიიღოს. უმარი დაუმარცხებელია და ორგანიზაციაში 6-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს. უბრალოდ სიგიჟეა, რომ სატიტულო ბრძოლა ჯერ კიდევ არ მიუღია. მან მერაბთან ბრძოლა დაიმსახურა“.
ცნობისთვის, უმარ ნურმაგომედოვს MMA-ში 18 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ამ დრომდე არ დამარცხებულა. რუსი მებრძოლი ბოლოს კორი სენდჰეგენს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.