„რემატჩი განსხვავებული იქნება და იანი შურს იძიებს“ - რუსი მებრძოლი
ცნობილმა რუსმა MMA-ის მებრძოლმა, ალექსეი ოლენიკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის შესაძლო რემატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იანი მერაბზე შურისძიებას შეძლებს.
ალექსეი ოლენიკი:
„იმედი ვიქონიოთ, რომ მერაბთან მარცხის შემდეგ პიოტრმა ბევრი იშრომა და სწორი დასკვნები გამოიტანა. პირველ ბრძოლაში დიდი კონკურენცია ნამდვილად არ ყოფილა და ყველაფერი აშკარად, მერაბის სასარგებლოდ იყო. მაგრამ მჯერა, რომ რემატჩი განსხვავებული იქნება პიოტრი შურისძიებას შეძლებს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი ერთმანეთს 2023 წლის მარტში დაუპირისპირდნენ და ქართველმა „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. მიმდინარე წლის სექტემბერში მერაბმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.