„კვარაცხელიას შეცვლა სწორი იყო“ - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაუზი გულამმა Sky Sport-ის ეთერში „ნაპოლისა“ და „რომას“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაშსაც შეეხო.
რას ამბობს გულამი:
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ბურთს ზედმეტად ატარებდა და ყოველთვის სიღრმეში შედიოდა. როდესაც გვერდით ლუკაკუ გყავს, ასეთ მოთამაშეებს უნდა დაეყრდნო, ბურთი უნდა გაათამაშო და მისი ფიზიკური მონაცემები გამოიყენო განსხვავებით ოსიმენისგან, რომელიც ღრმად მიდის და სივრცეს გიხსნის. მეორე მხრივ, ლუკაკუ ძირითადად ორი მცველის მეთვალყურეობის ქვეშაა და ამ დროს თავისუფლად შეგიძლია მასთან ბურთის გათამაშება. კვარაცხელიას ცვლილება კარგის ნიშანია, რადგან გუნდში შეუცვლელი არავინ უნდა იყოს“.
„ნაპოლი“ და „რომა“ ერთმანეთს 24 ნოემბერს დაუპირისპირდნენ და მატჩი „პარტენოპეის“ გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან 67-წუთზე გაიყვანა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.