ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი
Aa
Aa

„ეს დიდი უსამართლობაა!“ - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ხვიჩა დაიცვა

იტალიის ნაკრების, „ინტერის“ და „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დანიელე ადანიმ იტალიურ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ის ფაქტი, რომ ქართველ შემტევს „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, დიდი უსამართლობაა.

რას ამბობს ადანი:

„დღესდღეობით, კვარაცხელია სერია A-ს სამ უძლიერეს მოთამაშეს შორისაა. ზოგადად, ფიქრები ნებისმიერი მოთამაშის თამაშზე დიდ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანახაობას გვთავაზობს. ამიტომ, მისი ტვინიც ახლა სხვა რამეზეა ორიენტირებული. თუ გუნდში მას დემეზე დაბალ ხელფასზე აჩერებ, დიდ უსამართლობას ჩადიხარ. აშკარაა, რომ ეს ბიჭი ამ ფიქრებით მოძრაობს და თავის მაგიას კარგავს, რომელსაც ახლა მხოლოდ და მხოლოდ ანტონიო კონტესთან მუშაობით ნელ-ნელა იბრუნებს. ამის შესაძლებლობას მას მხოლოდ მთავარი მწვრთნელი აძლევს“.

ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ხვიჩა კვარაცხელია ანაზღაურების სახით წლიურად 1.4 მილიონ ევროს იღებს. „ნაპოლი“ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვასთან ხელშეკრულების გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებებს ამ დრომდე აქტიურად აწარმოებს, თუმცა, შეთანხმება კვლავ ვერ ხერხდება. ბოლო ცნობებით, ნეაპოლური კლუბი მზადაა ხვიჩას წელიწადში 6 მილიონი ევრო გადაუხადოს, თავად ფეხბურთელის მოთხოვნა კი 8 მილიონი ევროა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 13 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 29 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა“ - კონტემ კვარას შეცვლის მიზეზი ახსნა
„ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა“ - კონტემ კვარას შეცვლის მიზეზი ახსნა