პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„გამოსავალი უნდა ვიპოვოთ - ეს ჩემი ვალია“ - გუარდიოლა ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ

პრემიერ ლიგის მე-12 ტურში პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტიმ“ „ეტიჰადზე“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა და მწარე მარცხი იწვნია - მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, როს საკუთარ გუნდს იმაზე მეტად ენდობა, ვიდრე ოდესმე.

რა თქვა გუარდიოლამ:

„ცხოვრებაში არასდროს არ მინახავს ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივრებისთვის ან კლუბისთვის ცუდად თამაში სურს - ეს არავის არ სურს. როდესაც ისინი თამაშობენ 60 000 ადამიანის წინაშე, ყველას უნდა, რომ კარგად ითამაშოს“.

„არ ვიტყვი, რომ თავს ცუდად ვგრძნობ, მაგრამ ეს გამომიცდია, როგორც ფეხბურთელს. როდესაც წაგების სერია დაიწყო, მე ხალხს ვუთხარი: „ჩვენ გამოსავალი უნდა ვიპოვო“ - ეს ჩემი ვალია“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „სიტიმ“ ლიგის თასზე „ტოტენჰემთან“ წააგო (1:2), პრემიერლიგაში - „ბორნმუთთან“ (1:2) და „ბრაიტონთან“ (1:2), ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე - „სპორტინგთან“ (1:4).

აღსანიშნავია, რომ პეპ გუარდიოლამ ზედიზედ ხუთი მატჩი კარიერაში პირველად წააგო. მისი ყველაზე ცუდი სერია 2015 წლით თარიღდებოდა, როდესაც გუარდიოლას გაწვრთნილმა „ბაიერნმა“ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო.

აქვე გეტყვით, რომ ბოლოს „სიტი“ საკუთარ მოედანზე 2022 წლის 12 ნოემბერს, „ბრენტფორდთან“ დამარცხდა, ხოლო ოთხბურთიანი სხვაობით „ქალაქელებმა“ აქამდე 2017 წელს წააგეს.

ცნობისთვის, მომდევნო მატჩს „სიტი“ 26 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე, „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ გამართავს, 1 დეკემბერს კი „ენფილდზე“ პრემიერლიგის ლიდერ „ლივერპულს“ ეწვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
75 პროცენტს ჩვენი გაგდება სურს - გუარდიოლა კონკურენტებზე
75 პროცენტს ჩვენი გაგდება სურს - გუარდიოლა კონკურენტებზე