ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

უკვე მესამედ - Kicker-მა ზივზივაძე ტურის სიმბოლურში შეიყვანა

Kicker-მა ბუნდესლიგა 2-ის ამ სეზონში ბუდუ ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში უკვე მესამედ შეიყვანა.

მე-13 ტურში ქართველი ფეხბურთელია „კარლსრუე“ „ფიურტს“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.

შეხვედრა მე-13 ადგილოსანი „ფიურტის“ გოლით დაიწყო. მე-20 წუთზე ბრანიმირ ჰრგოტამ „კარლსრუეს“ დაცვის არადამაჯერებელი თამაშით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე

46-ე წუთზე ბუდუმ ანგარიში გაათანაბრა. თავისივე წამოწყებული შეტევა თავადვე დაასრულა და სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. უშუალოდ ბუნდესლიგაში კი მე-9.

მე-14 ტურში „კარლსრუე“ შინ „ჰამბურგს“ უმასპინძლებს. მატჩი 1 დეკემბერს 16:30-ზე დაიწყება.

ცნობისთვის, ბუდუ „კარლსრუეში“ გასული წლის იანვარში, უნგრული „ფეჰერვარიდან“, 150 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც“ - აგენტი ბუდუზე
„კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, არის ინტერესი სხვა კლუბებისგანაც“ - აგენტი ბუდუზე