იჩხუბებს თუ არა 2025-ში? - ჯონ ჯონსის კომენტარი
მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი, ჯონ ჯონსი 2025 წელს ოქტაგონზე დაბრუნებას გეგმავს.
როგორც ამერიკელმა მებრძოლმა იუთუბ არხ The Schmo-სთან ილაპარაკა, მან და მისმა გუნდმა UFC-ს პრეზიდენტ დენა უაითთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
„ჩვენ UFC-თან მოლაპარაკებებს ვმართავთ, რათა ვნახოთ, მომავალში რა მოხდება. მე დავბრუნდი დარბაზში და ვვარჯიშობ, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. გუნდი მხარს მიჭერს და ჩემ გვერდითაა. ჩვენ უბრალოდ მზად ვიქნებით ნებისმიერი შესაძლებლობისთვის, რომელიც გამოჩნდება“, - თქვა ჯონსმა.
კითხვაზე იჩხუბებს თუ არა ის 2025 წელს, მან უპასუხა: „დიდი ალბათობით, კი“.
ჯონ ჯონსმა ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს, UFC 309-ზე გამართა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, ჯონსმა საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.