მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„როცა შევხვდებით, უკან არ გაბრუნდე“ | უმარმა მერაბს უპასუხა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილს უპასუხა. „მანქანამ“ განაცხადა, რომ უმარი მისი სამშობლოსა და ქართველი ხალხისადმი უპატივცემულობას გამოხატავს, რასაც რუსი მებრძოლი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„შენს ქვეყანასა და ხალხს პირად კონფლიქტში, რომელიც ჩემთან გაქვს, ნუ რთავ. როცა პირადად შემხვდები, უკან არ გაბრუნდე“, - დაწერა ნურმაგომედოვმა.

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პიოტრ იანმა დეივისონ ფიგერედო დაამარცხა და მერაბ დვალიშვილი გამოიწვია. „მანქანამ“ იანის გამოწვევა მიიღო და განაცხადა, რომ მზადაა, მას მეორედ დაუპირისპირდეს, რაც ნურმაგომედოვს არ მოეწონა.

უმარს სურს, სატიტულო ბრძოლა მიიღოს. მერაბისა და შონ ომალის ბრძოლის შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე სწორედ ნურმაგომედოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბინძურ თამაშს თამაშობენ“ | უმარის პოსტი და დვალიშვილის პასუხი
„ბინძურ თამაშს თამაშობენ“ | უმარის პოსტი და დვალიშვილის პასუხი