რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ჯერ კიდევ დიდხანს დავიტანჯებით

რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი მატჩი „იფსვიჩთან“ გამართა და ფრეს დასჯერდა. თამაში 1:1 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ პორტუგალიელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ამორიმმა:

„ვიცი, გულშემატკივრები იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ ჩვენ ახლა ბევრ ცვლილებას ვაკეთებთ და თამაშიც ბევრია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში დავიტანჯებით. ვეცდებით მოვიგოთ მატჩები, მაგრამ ამას დიდი დრო დასჭირდება“.

„ჩვენ უნდა ვიგებდეთ, მაგრამ შეგვეძლო წაგვეგო კიდეც. ასე რომ, ეს უნდა გავიაზროთ და ყველაფერს პრაგმატულად მივუდგეთ. ბიჭებს მხოლოდ 2 დღე ჰქონდათ სავარჯიშოდ, ცვლილებები კი ბევრია. 3 დღეში რთულია, რომ ფეხბურთელები ყველაფერში გაერკვნენ“.

„1 წლის შემდეგ, ჩვენ ამ ამავე სიტუაციაში ვიქნებით, იგივე პრობლემებით ან ახლა გავრისკავთ და 1 წლის შემდეგ უფრო ძლიერები ვიქნებით“.

ამ დროისთვის, „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას გახდა, რაც ერიკ ტენ ჰაგს „ვესტ ჰემთან“ (1:2) განცდილი მარცხი აღარ აპატიეს და პოსტიდან დაითხოვეს.

რუბენ ამორიმი „სპორტინგს“ 2020-2024 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით ლისაბონურმა კლუბმა 2-ჯერ პორტუგალიის ჩემპიონატი და 2-ჯერ ქვეყნის თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლას ზედიზედ მეხუთე მარცხი - „ასეთ რამეს მიჩვეულები არ ვართ“
გუარდიოლას ზედიზედ მეხუთე მარცხი - „ასეთ რამეს მიჩვეულები არ ვართ“