ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძირითადში ნერეშს უნდა დაეწყო“ | ნაპოლის ექს-მოთამაშე კვარას აკრიტიკებს

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე კალაიომ „რომასთან“ გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც „პარტენოპეიმ“ 1:0 მოიგო. კალაიომ აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ დავიდ ნერეში მოედანზე უფრო ადრე უნდა გამოჩენილიყო.

„რომას წინააღმდეგ, კვარაცხელიას საკმარისი დონე ნამდვილად არ უჩვენებია. შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და მეტოქის კარის წინ, ცივსისხლიანი არაა. თითქმის უჩინარი იყო და ძალიან შორს გახლდათ იმ კვარასგან, რომელსაც ყველანი კარგად ვიცნობთ. მისი ამჟამინდელი ღირებულებიდან გამომდინარე, ნაპოლიმ შესაფერისი ხელფასი შესთავაზა.

რეალურად, ანტონიო კონტეს შეეძლო, ხვიჩა უფრო ადრე გაეყვანა და დავიდ ნერეშისთვის მეტი დრო მიეცა. ნაპოლიმ ნერეშის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადა და არ შეიძლება, მან ყველა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყოს. პირადად მე, მას კვარას ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში დავაყენებდი, რადგან რანიერის განაპირა მცველები ძალიან უკნიდან თამაშობენ“.

ცნობისთვის, კონტემ „კვარა“ 67-ე წუთზე შეცვალა. პირველ წუთზე, ხვიჩას გოლის გატანის კარგი შანსი მიიღო, მაგრამ ვერ გამოიყენა და იტალიური გამოცემების თქმით, უფერული საღამო ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა“ - კონტემ კვარას შეცვლის მიზეზი ახსნა
„ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა“ - კონტემ კვარას შეცვლის მიზეზი ახსნა