ლობჟანიძისთვის სეზონი დასრულდა | ატლანტა ორლანდოსთან დამარცხდა
საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედისთვის“ MLS-ის მიმდინარე სეზონი დასრულდა. „ინტერ მაიამის“ დამარცხების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი, მეოთხედფინალში „ორლანდო სიტის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
Our 2024 season has come to an end. pic.twitter.com/M995soEQTm
— Atlanta United FC (@ATLUTD) November 24, 2024
შეხვედრის ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე გავიდა. „ორლანდო სიტი“ რამირო ენრიკემ დააწინაურა და მისი გასროლა გადამწყვეტი აღმოჩნდა. დარჩენილ დროში, „ატლანტა იუნაიტედს“ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა.
Rowdy and proud from the jump.
— Atlanta United FC (@ATLUTD) November 24, 2024
This season was all because of you. pic.twitter.com/TfIVsqIc5a
ლობჟანიძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. საბა ბურთს 54-ჯერ შეეხო, 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 1 დარტყმა დაუბლოკეს 3-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო და მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ.
ცნობისთვის, ყველა ტურნირზე ერთად, ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ რიგებში 37 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 11 გოლი და 5 შედეგიანი გადაცემა იყო.