„ბინძურ თამაშს თამაშობენ“ | უმარის პოსტი და დვალიშვილის პასუხი
UFC-ის ქართველ ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილსა და რუს მებრძოლს, უმარ ნურმაგომედოვს შორის, სოციალურ ქსელებში დაპირისპირება გრძელდება. პიოტრ იანისა და დეივისონ ფიგერედოს ჩხუბის შემდეგ, იანმა „მანქანა“ გამოიწვია, რასაც დვალიშვილი დათანხმდა, ეს კი უმარს ძალიან არ მოეწონა.
ნურმაგომედოვმა X-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ლაჩარი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რათა უკან დახევა გაამართლოს“ - ქართული ანდაზა“.
დვალიშვილმა უმარს მალევე უპასუხა და განაცხადა: „აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც, უმარსა და ალი აბდელ აზიზს (უმარის მენეჯერი) პატივს დიდი ხანია აღარ ვცემ. ბინძურ თამაშს თამაშობენ და სისულელეებს წერენ, რომლებითაც ჩემი ქვეყნისა და ხალხის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავენ. იგივე ენერგია გქონდეს მაშინ, როცა პირადად შეგხვდები და ვნახოთ, რა მოხდება“.
This is why I lost respect for Umar and Ali a long time ago - They play dirty games and write stupid sh*t disrespecting my country and my people. Keep this same energy when I see you in person - see what happens. pic.twitter.com/RDXGMoeIqB
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) November 25, 2024
შეგახსენებთ, რომ უმარს კარიერაში 18 ორთაბრძოლა აქვს გამართული და არც ერთხელ დამარცხებულა. ბოლოს მან კორი სენდჰეგენთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა. მერაბისა და შონ ომალის ბრძოლის შემდეგ, UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე სწორედ უმარი იქნება.