თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელია: „NBA არა, ჩემი ოცნება ნაკრებში თამაში იყო“

თორნიკე შენგელიამ როგორც ნამდვილ სპორტსმენსა და გუნდის კაპიტანს შეეფერება, ყველანაირ დაღლილობას აჯობა და საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გამარჯვება ფინელებთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო მატჩებში დიდწილად სწორედ მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა. თოკო როგორც ჰელსინკიში, ასევე თბილისში ყველაზე შედეგიანი და ორი მატჩის ჯამში 49 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტნის შეუდარებელ ასპარეზობას ცნობილი ვებ-გვერდი Eurohoops-ი გამოეხმაურა და თოკოს მოკლე, მაგრამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა, სადაც მან იმ მოტივაციის წყაროზე ისაუბრა, რაც მას სანაკრებო თამაშების დროს ეძლევა.

რას ამბობს შენგელია

საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში არის ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ვამაყობ, რომ აქ ჩამოსვლისა და ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვის საშუალება მეძლევა. ეს ყველაფერი ხანდახან ჩემგან არადამიანურ ფიზიკურ დატვირთვებს ითხოვს, მაგრამ დაღლილობას ხშირ შემთხვევაში ვერ ვგრძნობ.

ხანდახან სხეულს არ უნდა დაუჯერო. რაც უფრო ხშირად იფიქრებ, რომ დაღლილი ხარ, უფრო მეტად დაიღლები. უმრავლესობის ოცნება ყოველთვის იყო NBA-ში თამაში, ჩემი უპირველესი ოცნება კი ყოველთვის საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა გახლდათ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

შენგელიას დახმარებით ფინელებთან მოგებული ორი თამაშით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად უდიდესი ნაბიჯი გადადგა. ახლა თოკო საკლუბო კალათბურთს დაუბრუნდება და 28 ნოემბერს „პარიზი“ – „ვირტუსის“ ევროლიგის შეხვედრაში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისინი ჯანმრთელობას გვინადგურებენ“ - კამპაცო თოკოს თავგანწირვაზე
„ისინი ჯანმრთელობას გვინადგურებენ“ - კამპაცო თოკოს თავგანწირვაზე