„ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა“ - კონტემ კვარას შეცვლის მიზეზი ახსნა
იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე, რომელუ ლუკაკუმ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ განვლილი მატჩი შეაფასა და ხვიჩას თამაშზეც ისაუბრა.
რა თქვა კონტემ:
„მას შემდეგ, რაც „ნაპოლიში“ ვარ, კვარას ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჰქონდა. ეროვნული ნაკრებიდან დაღლილი დაბრუნდა, მაგრამ ამის მიუხედავად, კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა. მე ყოველთვის გუნდის ინტერესებით მოვქმედებ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და მისი გაყვანაც სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. გვჭირდება, რომ კუნთოვანი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ასეთი გადაწყვეტილებები მივიღოთ. ამ მოგზაურობის ნაწილი ყველა ერთად უნდა ვიყოთ. მან დღეს ისეთი სიტუაციები შექმნა, რომლისგანაც საგოლე ეპიზოდები და შანსები მოდის“.
ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 13 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 13 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 29 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.