გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

განსაკუთრებული 24 საათი - მამარდამ მოგება შვილს მიუძღვნა

„გიორგი მამარდაშვილი პარასკევს მამა გახდა, შაბათს კი შვილს გამარჯვება მიუძღვნა“ - ასე იწყებოდა ცნობილ ესპანურ ვებ-გვერდ eldesmarque.com-ზე გამოქვეყნებული სტატია „ვალენსიას“ ქართველ მეკარეზე, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელის მხრიდან გაკეთებული შეთავაზების მიუხედავად, რომ დაესვენა, გუნდს დაუბრუნდა და „ღამურებს“ 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის დასრულებაში დაეხმარა.

ვალენსიელებმა „მესტალიაზე“ „ბეტისი“ 4:2 დაამარცხეს და მიუხედავად იმისა, რომ სევილიელებისგან ორი ბურთი გაუშვა, 24 წლის მამარდაშვილი ამჯერადაც დამაჯერებელი თამაშით გამოირჩეოდა და ერთ ეპიზოდში თანაგუნდელები აშკარა გოლისგან გადაარჩინა. ქალაქში მომხდარი წყალდიდობის გამო, „ვალენსიას“ თითქმის ერთი თვე არ ჰქონდა ნათამაშები და უკანასკნელი თამაში 27 ოქტომბრით თარიღდებოდა, რის გამოც „ღამურებისთვის“ სამი ქულის აღებას, თანაც ასეთ ძლიერ მეტოქესთან უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

სტატიის ბოლოს ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად მოუცლელობისა, მამარდაშვილი თამაშის დღეს გასახურებელ ვარჯიშზე ყველაზე ადრე გამოცხადდა და შვილის დაბადებით გახარებული პრინციპული თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა. აქვე გეტყვით, რომ ვალენსიელები 14 ტურის შემდეგ 10 ქულით მეთვრამეტე ადგილზე არიან, თუმცა კონკურენტებთან შედარებით ორი მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალისონისა და კელეჰერის გაყიდვას გეგმავენ | მამარდა ლივერპულის პირველი მეკარე იქნება
ალისონისა და კელეჰერის გაყიდვას გეგმავენ | მამარდა ლივერპულის პირველი მეკარე იქნება