რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლიმ რომას მოუგო | კვარა 67-ე წუთზე შეცვალეს

იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში, „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „რომას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ანტონიო კონტემ 67-ე წუთზე, დავიდ ნერეშით შეცვალა. ამ დროის განმავლობაში ქართველი შემტევი აქტიურობდა და გოლის გატანის ბრწყინვალე შანსიც ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ გამოიყენა.

კვარას ყველა მომენტი რომასთან:

გამარჯვების გოლი 54-ე წუთზე რომელო ლუკაკუმ დი ლორენცოს პასით გაიტანა, თუმცა საგულისხმოა, რომ გოლის ეპიზოდში თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა, რომელმაც ე.წ. პასი ასისტისთვის გააკეთა.

13 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სატურნირო ცხრილში 29 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილზე იმყოფება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 დეკემბერს, სტუმრად „ტორინოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები