ნანტი
Aa
Aa

არეულობა ნანტში - მატჩი კინაღამ ჩაიშალა

„ნანტი“ – „ლე ავრის“ მატჩი ჩაშლის პირას იყო, მაგრამ სამართალდამცავების დროულმა და ეფექტურმა ჩარევამ სიტუაცია განმუხტა და მთავარ არბიტრსა და ფეხბურთელებს თამაშის დასრულების საშუალება მისცა. საქმეში იმაში გახლავთ, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:2-ს აგებდნენ, ადგილობრივმა ფანებმა მოედანზე შეჭრა სცადეს, რაც ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა მალევე აღკვეთეს.

გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ვითარება უმართავი იყო, მთავარმა არბიტრმა ჟერომ ბრისარმა ფეხბურთელები გასახდელში შეიყვანა და თამაში მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, როდესაც სიტუაცია შედარებით დაწყნარდა და არეულობის შემომტანი ქომაგები საკუთარ ადგილებს დაუბრუნდნენ. ადგილობრივი პუბლიკა „იადონების“ ცუდი ასპარეზობით იყო გაღიზიანებული და ფეხბურთელებს ხმამაღალი შეძახილებით, „ლიგა 2-ში დაქვეითდებით“ აცილებდნენ.

თორმეტ ტურში დაგროვებული 10 ქულით 18-გუნდიან ლიგა 1-ში „ნანტი“ მეთექვსმეტე ადგილზეა. „იადონებს“ საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვთ და არსებობის მანძილზე ქვეყნის ჩემპიონები 8-ჯერ, თასის მფლობელები 4-ჯერ, ხოლო ლიგის თასის გამარჯვებულები ერთხელ გახდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჟმა ისევ სკამზე დასვა - მიქაუტაძემ რეიმსთან 11 წუთი ითამაშა
საჟმა ისევ სკამზე დასვა - მიქაუტაძემ რეიმსთან 11 წუთი ითამაშა