მერაბ შარიქაძე, იოსებ ტყემალაძე
Aa
Aa

ტყემალაძე: „შარიქაძე 100 პროცენტით სუფთაა“

უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კაპიტნის მერაბ შარიქაძის გარეშე თამაშობს, რისი რეალური მიზეზიც დიდი ხნის განმავლობაში არ ხმაურდებოდა. ანტისადოპინგო სამსახურიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, თემასთან დაკავშირებით ღიად საუბარი როგორც თავად სპორტსმენს, ასევე კომპეტენტურ პირებსაც უჭირთ. თუმცა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ტრადიცია დაარღვია და მცირე კომენტარი გააკეთა.

იოსებ ტყემალაძე

მინდა მერაბ შარიქაძე გავამხნევო, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გუნდს აკლია. დეტალებს ვერ ვამხელთ, რადგან ანტისადოპინგო კომისია გამოძიებას ატარებს. თუმცა, მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ბუკა სრულიად სუფთაა და მის წარსულსა და პატიოსნებას ვერანაირი ზიანი ვერ მიადგება. უბრალოდ არის რაღაც დეტალები, რაზეც მას ედავებიან და იმედია სულ მალე დაგვიბრუნდება.

საუბრისას ტყემალაძე ასევე შეეხო დავით ნინიაშვილის თემას და აღნიშნა, რომ ის ქართული რაგბისთვის ისეთივე ვარსკვლავი და ფასეული მოთამაშეა, როგორიც ქართული კალათბურთისთვის თორნიკე შენგელია, ხოლო ქართული ფეხბურთისთვის ხვიჩა კვარაცხელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ ვერაფერს ვამბობთ“ - მაისაშვილი შარიქაძის არყოფნაზე
„ჯერ ვერაფერს ვამბობთ“ - მაისაშვილი შარიქაძის არყოფნაზე