რამაზ სვანაძე
Aa
Aa

სვანაძე: „მენტალური მზაობა გადამწყვეტი იყო“

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. თუ პირველ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა როგორც ტურნირის ერთ-ერთმა მასპინძელმა საგზური უბრძოლველად მიიღო, ამჯერად რამაზ სვანაძის მომზადებულმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა საკმაოდ მძიმე შესარჩევი ეტაპი გაიარა და პლეი ოფშიც, კიდევ უფრო მძიმე ბრძოლაში ხორვატებს აჯობა.

ბუნებრივია წარმატების მთავარი თუ არა, ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ გუნდის დამრიგებელია, რომელიც წლებია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებ გუნდებს ამზადებს. ხორვატიის ქალაქ რიეკაში ჩატარებული დრამატული მატჩის შესახებ სვანაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა.

რამაზ სვანაძე

თბილისში ხორვატებთან მოპოვებულმა გამარჯვებამ მოგვცა იმისა საშუალება, რომ რიეკაში განსაზღვრული გეგმით გვეთამაშა. თუ არ ჩავთვლით თამაშის ბოლოს გაშვებულ მესამე ბურთს, რომელიც კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილი იყო, ჩვენმა გეგმამ მართლაც იმუშავა.

თუმცა, ამის შემდეგ ფეხბურთელებმა გამოავლინეს მენტალური მზაობა და გამარჯვების რწმენა, რამაც ყველაზე მეტად გამახარა. უკვე თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ამ ბიჭებს არავისი შიში არ აქვთ და გრანდებთან ტოლ-სწორად პაექრობა შეუძლიათ.

11-მეტრიანებისთვის ვვარჯიშობდით, მაგრამ ამ კომპონენტში რამდენიც არ უნდა მოემზადო, თუ ფსიქოლოგიური მზაობა არ გაქვს, სათანადო შედეგს ვერ მიაღწევ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში 3 დეკემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეუძლებელი შევძელით, რადგან.... - რამაზ სვანაძე ისტორიულ გამარჯვებაზე
შეუძლებელი შევძელით, რადგან.... - რამაზ სვანაძე ისტორიულ გამარჯვებაზე