ლუკა ტონი: “მილანის გულშემატკივრები ახლა გამწარებულები არიან“
სერია ა-ს მორიგ ტურში ერთმანეთს იუვენტუსი და მილანი დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მიმდინარე სეზონში, არც იუვენტუსი და განსაკუთრებით არც მილანი კარგი შედეგებით ვერ გამოირჩევა. ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელმა ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ ისაუბრა.
ტონი:
„ამ ორი გუნდისგან რაღაც მეტს ველოდით, მაგრამ ვფიქრობ, იუვენტუსმა თავისი თამაში ითამაშა, თავსაც კარგად იცავდა, მაგრამ მილანზე ამას ვერ ვიტყვი. როსონერისგან გაცილებით მეტს ველოდი.
მილანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, მაგრამ ახლა ისინი ძალიან შორს არიან ცხრილის ზედა ნაწილისგან. ვფიქრობ, როსონერის გულშემატკივრები გამწარებულები არიან, რადგან მათ ვერ ნახეს ის გუნდი, რომელსაც ამ იუვენტუსის დამარცხება შეეძლო.“
შეგახსენებთ, რომ 12 მატჩის შემდეგ, მილანს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება იუვენტუსს, ბებერ ქალბატონს 13 თამაში აქვს ჩატარებული და 25 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.