“მოდი კიდევ ერთხელ ვცადოთ“ - დვალიშვილი იანის გამოწვევას დათანხმდა
UFC Fight Night 248-ზე პიოტრ იანი დეივისონ ფიგერედოს დაუპირისპირდა. იანმა მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
აღნიშნულ ბრძოლას თვალს მერაბ დვალიშვილი ადევნებდა, რომელმაც ბრძოლის დასრულებიდან რამდენიმე წუთში ტვიტერის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პიოტრს მიმართავს.
დვალიშვილი:
„დიდებული ბრძოლა იყო პიტერ. მომწონს ის, რომ გამომიწვიე და მომწონს შენი ჩემდამი პატივისცემა. მოდი ვცადოთ კიდევ ერთხელ 2 წლის შემდეგ, 8 მარტს.“
LFG @petr_yan - March 8th #UFC313 T Mobile , Las Vegas -????⚔️ @Stake @MonsterEnergy @StakeUsa pic.twitter.com/I3sbVEKzIx
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) November 23, 2024
ვიდეოს დასასრულს, დვალიშვილმა იანის და თავის დაპირისპირების პოსტერს თარიღი შეუცვალა და 11 მარტი, 8 მარტით ჩაანაცვლა.
შეგახსენებთ, რომ ფიგერედოს დამარცხების შემდეგ, პიოტრ იანმა სწორედ მერაბი გამოიწვია:
„მერაბ ჩხუბამდე შენ თქვი, რომ დეივისონი ტიტულის მთავარი პრეტენდენტია. ახლა რას იტყვი? მთავარი პრეტენდენტი დავამარცხე და დვალიშვილთან რევანში მსურს.“
შეგახსენებთ, რომ მერაბმა იოანი 2023 წლის მარტში დაამარცხა. ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოუწევს ქართველ მებრძოლს სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვა. მხოლოდ ერთი რამ არის ცნობილი. დვალიშვილს ბრძოლის ჩატარება მარტში სურს, რადგან ომალთან საჩემპიონო დაპირისპირების შემდეგ, ძალები მაქსიმალურად აღიდგინოს.