რომა, ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

იტალიური მედია: ხვიჩა კვარადონად უნდა გადაიქცეს

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი ჯერჯერობით კვლავ ბურუსით არის მოცული. ამის პარალელურად კი ნაპოლი სერია ა-ში ჩემპიონობისთვის იბრძვის.

რომასთან მატჩის წინ, იტალიური ავტორიტეტული გამოცემა La Gazzetta dello Sport ქართველ ფეხბურთელზე წერს:

„ახლა კონტეს კვარაცხელიას ნიჭი სჭირდება, რათა შეცვალოს ტენდენცია, რომელიც ნაპოლის, როგორც ყველაზე ცუდი შემტევის მქონე გუნდად აქცევს ევროპის ტოპ კლუბებს შორის. კონტეს ის ვარსკვლავი სჭირდება, რომელიც 77-ნომრიან მაისურს ატარებს.

ნაპოლის კვარაცხელიას ფლანგზე აფეთქებები და ლუკაკუსთან შექმნილი უნაკლო დუეტი ესაჭიროება. ხვიჩა კვლავ კვარადონად უნდა გადაიქცეს, როგორც ეს სკუდეტოს მოგების წელს იყო.“

შეგახსენებთ, რომ ქართველი ვარსკვლავის გადაბირება ბარსელონას, იუვენტუსს და პარი სენ ჟერმენს სურს.

მისი წაყვანა ტურინულ გრანდში ჯუნტოლის სურს. ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ ბარსამ ხვიჩას ტრანსფერისთვის 80 მილიონი ევრო გამოყო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი თანახმა არ არის.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, კვარამ ყველა ტურნირზე ერთად 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება“ | რა თქვა კონტემ რომასთან შეხვედრის წინ
„ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება“ | რა თქვა კონტემ რომასთან შეხვედრის წინ